კრეატორის ეს სერვისი ძალზე მრავალფეროვანია და აერთიანებს ყველაფერს, რაც არაპირდაპირი ხასიათის სარეკლამო აქტივობაში მოიაზრება. მომსახურება შეიძლება ორ ძირითად მიმართულებად დავყოთ: გაყიდვების საპრომოციო აქტივობები და სპეციალური ღონისძიებები (კორპორატიული დღესასწაულები, პრეზენტაციები, პრეს-კონფერენციები, გახსნის ცერემონიები და ა.შ).
გაყიდვების წამახალისებელ აქტივობებში ერთიანდება, ერთის მხრივ, გაყიდვების წერტილებში ბრენდის თვალსაჩინოებისთვის გაწეული სამუშაოები (სტენდებისა და დისფლეების წარმოება, თაროების ბრენდირება და ა.შ), მეორეს მხრივ, მომხმარებელთა ჩართულობაზე ორიენტირებული აქტივობები - სემპლინგები, გათამაშებები და სხვა, ე.წ. პრომო აქტივობები, რომლებიც ადგილზე პრომოუტერების დახმარებით ხორციელდება.
კრეატორი სრულად უზრუნველყოფს პრომო აქტივობებს: კომპანიის კრეატიული ჯგუფი ქმნის კონცეფციას, რომლის მიხედვითაც იგება პრომოს მექანიკა, რის შემდეგაც კომპანია ახორციელებს აქტივობის სრულ ორგანიზებას, კერძოდ: პრომოუტერების შერჩევას, მათ ტრეინინგსა და სუპერვაიზინგს, აქტივობისთვის საჭირო აქსესურების დამზადებას, საჭიროების შემთხვევაში ლოკაციის მომზადებას და ქირაობას, აქტივობის სრულ მონიტორინგს და რეპორტინგს.