კრეატორის დიზაინ სტუდია არის რგოლი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქციის იერ-სახეს, მათ შორის ბეჭდვითი პროდუქციის, ექსტერიერ-ინტერიერის, კომერციული ავეჯის, ვების, საპრომოციო პროდუქტების და სხვა.
დიზაინ სტუდიაში ფორმირდება და ხორცი ესხმება კრეატიულ ჯგუფთან ერთად მოფიქრებულ კონცეფციებს, სწორედ აქ ყალიბდება საკომუნიკაციო კამპანიების ზოგადი იმიჯი და ასევე კონკრეტული პროდუქტების დიზაინებიც. ორიგინალური დიზაინის პარალელურად სტუდია მუდმივად მუშაობს ადაპტაციებზე, რაც ერთის მხრივ ნიშნავს ლოგოების გაქართულებას, მეორეს მხრივ კი ბრენდის არსებული დიზაინების მორგებას სხვადასხვა სარეკლამო პროდუქტებზე ბრენდბუქების მეშვეობით.
კრეატორის დიზაინ სტუდიაში შექმნილი პროექტები სრულად მზადაა წარმოების პროცესისთვის, რადგან პროექტზე მუშაობისას დიზაინერები ითვალისწინებენ დამზადების ტექნოლოგიურ მხარეს, წარმოების სირთულეებსა და ეტაპებს საბოლოო პროდუქტის მიღების გზაზე.