ბრენდინგი არის კრეატიული ჯგუფისა და დიზაინ სტუდიის ერთობლივი მიმართულება. პირველ რიგში იქმნება ბრენდის კონცეფცია და ფილოსოფია, შემდეგ კი მუშავდება ბრენდის ვიზუალური იმიჯი მისი კრეატიული და მარკეტინგული პლატფორმის შესაბამისად. ბრენდის საბოლოო დიზაინს ქმნიან გრაფიკოსი დიზაინერები. ბრენდინგში მოიაზრება: ლოგოსა და სლოგანის შექმნა, კორპორატიული სტილი, ბრენდბუქის შემუშავება, ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი.
კრეატორი ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დაიწყო საქართველოში ბრენდბუქის მიმართულების განვითარება და დანერგვა, როგორც ბრენდის იდენტიფიცირებისა და მის მიმართ ლოიალობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორის. ქართული ბრენდების და კომპანიების უმრავლესობა ბაზარზე ოპერირებენ ბრენდბუქის გარეშე. თუმცა არსებობენ გამონაკლისები, მათ შორისაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომლის ბრენდბუქი კრეატორის მიერაა შექმნილი.
ჩვენ ვახორციელებთ ბრენდის განვითარებას ინტერიერის (ოფისის დიზაინი, სტუდია, ბრენდ ზონა, შოუ რუმი და ა.შ) დიზაინის მიმართულებით, რაც ხშირ შემთხვევაში ბრენდის მთავარი საბაზრო ნიშანი ხდება. ამის მაგალითებია ჩვენს მიერ შექმნილი პროექტები: რანინას ტვ სტუდიის დეკორაცია, სუფთა სახლის ოფისი, რუსუდან ჩარკვიანის ოპტიკური სალონი.