კრეატორის აუდიო-ვიდეო სტუდია არის კომპანიის საწარმოო ნაწილის მნიშვნელოვანი მიმართულება. სტუდია ამზადებს ორიგინალურ სარეკლამო რგოლებს, ფილმებს, 3D ინსტალაციებს, ახორციელებს უცხოური აუდიო-ვიდეო რგოლების ადაპტაციას.
სტუდიის პორტფოლიოში არის როგორც გრაფიკული, ასევე ვიდეო გადაღებით შესრულებული და კომბინირებული ნამუშევრები. სტუდია და კრეატიული ჯგუფი ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის როგორც ტექნოლოგიურ შესრულებაზე, ასევე მის მხატვრულ მხარეზე. შემოქმედებითი და საშემსრულებლო ჯგუფების თანამშრომლობა მიმდინარეობს წარმოების პროცესშიც, რაც განსაზღვრავს პროდუქტის საბოლოო ხარისხს.